საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
17-18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.
სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
:აღსანიშნავია, რომ სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ეწვევა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თაგები:
საგარეო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


