საქართველოს რკინიგზის მატარებლის სამი ვაგონი, რომელსაც აზერბაიჯანში ნედლი შაქარი გადაჰქონდა, ამობრუნდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს რკინიგზის სამი სატვირთო ვაგონი, რომელსაც აზერბაიჯანში ნედლი შაქარი გადაჰქონდა, საათლის რკინიგზის სადგურთან ამობრუნდა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი ვაგონის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან. დადგენილია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყენებული ზიანის ოდენობა.
თაგები:
რკინიგზა




