
ავტორი
Front News საქართველო
აშხაბადში, სასტუმრო “ილდიზში“, საქართველოს საელჩომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა.
საღამოს თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ბეგენჩ გოჩმოლაევი, აშხაბადში აკრედიტირებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თურქმენეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა.
გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ქვეყნების ხელისუფლებების მიერ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აღმავალი დინამიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთის როლი, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანზიტო და სატვირთო კორიდორების განვითარებასა და თურქმენეთის ენერგორესურსების დასავლეთის მიმართულებით ტრანზიტის საკითხებში.
საქართველოს ელჩმა, თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის აღიარების 27-ე წლისთავის მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მასშტაბურად აღინიშნება 12 დეკემბერს, თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება სერდარ ბერდიმუჰამედოვსა და თურქმენ ხალხს, საქართველოს ხელისუფლების და საელჩოს სახელით ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
თაგები:
კონსტანტინე საბიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს