
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მობილურ ტელეფონთან მიმართებაში ბლოკირების მექანიზმს გააჩენს. მისივე თქმით, კანონპროექტით, ასევე გაიწერება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის.
კანონპროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შედეგად დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ.
კანონპროექტით, აგრეთვე რეგულირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებასთან და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს