Logo

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუვის პრეზიდენტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

საზოგადოება
387
Frontnews image description

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო ორდენი – „დამსახურება ლიეტუვისთვის“ – რაინდის ჯვარი გადასცა. ინფორმაციას სტუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიწვევით, ვილნიუსში იმყოფება.

 

დაჯილდოების ცერემონია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.

თაგები:

ლიეტუვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები