Logo

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

ბიზნესი-ეკონომიკა
870
Frontnews image description

7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა.
 

სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად – ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად – მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.  
 

ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს.
 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი – მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – გიორგი თხელიძე კი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.
 

არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც:

 

·       კოლინ დონოჰი – ოპტიმალ დიჯიტალი

 

·       აიტენ ჰაჯიევა – BP საქართველო 

 

·       ოთარ ყიფშიძე – დენტონს საქართველო

 

·       კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) – Gulf Georgia

 

·       იორდი კუიჯტ – Silk Hospitality/Radisson

 

·       სანდრო შელია – CAI International

 

·       ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა – BLC

 

·       გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) – იურიდიული ფირმა – MG Law

 

·       სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს

 

·       ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული 

 

ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
 

ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

 

ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement