“საქართველოში დაიწყება მალე მესამე ტალღა, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე”

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყება მალე, თუ მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე.
ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას, „თუ ამ ტემპებით გაგრძელდება ვაქცინაცია, როდისთვის ვარაუდობთ მესამე ტალღას“.
„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ფრთხილობს ძალიან, კანცლერმა მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერ-მინისტრებს და გაახანგრძლივა ლოკდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


