Logo

საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საზოგადოება
595
Frontnews image description

საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულო იქნება.

 

“28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

თაგები:

პირბადე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები