Logo

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა

ბიზნესი-ეკონომიკა
630
Frontnews image description

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.

 

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.

 

შესაბამისად, თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისას დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.

 

შესაბამისი სამთეთრიანი კლება შეეხება რეგიონებსაც.

 

ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

Advertisement