Logo

საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
1500
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 – გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 180 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 324, პისიარტესტით – 13 856.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,41 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,51 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,59 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 651.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 317 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 297 676 გამოჯანმრთელდა, 4 227 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი.

თაგები:

Advertisement