Logo

საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
402
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 155 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 646 316.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.53%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403. 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა. 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 14, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 351, აჭარაში – 50, იმერეთში – 119. 

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში – 98, აჭარაში – 24, იმერეთში – 25.

 

10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები