Logo

საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოება
1090
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 457 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 70 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 962 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 513, „პისიარ“ ტესტით – 20 449.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 8,15%, ბოლო 14 დღის – 9,39%, ბოლო შვიდი დღის – 9%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 808 889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 743 927 გამოჯანმრთელდა, 11 422 კი გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 090 036 აცრა, დღიურად აცრილია 7 293.

 

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 173 პირი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები