Logo

საქართველოში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

საზოგადოება
1270
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 836 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 309 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 658 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 645 959-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.7% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 615 166-მდე. 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 704 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 46, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 357, აჭარაში – 53, იმერეთში – 121.

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში – 105, აჭარაში – 30, იმერეთში – 27. 

 

13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები