Logo

საქართველოში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
781
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 74 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 118-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.21%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 313-მდე. 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 793 პირი ემსხვერპლა. 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 986 საიდანაც, 347 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 191, აჭარაში – 19, იმერეთში – 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – 5. 

1 639 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები