Logo

საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

საზოგადოება
941
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 382 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 849 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 641 399-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.87%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 596 779-მდე. 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 643 პირი ემსხვერპლა. 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 951 საიდანაც, 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 408, აჭარაში – 64, იმერეთში – 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 30, იმერეთში – 36.

 

27 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები