Logo

საქართველოში კორონავირუსით 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
915
Frontnews image description

კორონავირუსით 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 605 ტესტი,  შედეგად  583 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%;ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე    

თაგები:

Advertisement