Logo

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
582
Frontnews image description

საქართველოში კორონავირუსით 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 271   ტესტი, რომლის შედეგად 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580  პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე   

თაგები:

Advertisement