საქართველოში კორონავირუსს დღემდე 14 425 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 516 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.47%.
თაგები:
კორონავირუსი




