საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ რამდენჯერმე განმეორდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში დღეს მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები ხანმოკლე ინტერვალით კიდევ ორჯერ განმეორდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, ბიძგები ნაკლები სიმძლავრის – 4.1 და 4.5 მაგნიტუდის იყოს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მოდევნო ბიძგები კი 22:28 საათზე და 22:35 საათზე.
თაგები:
მიწისძვრა




