“საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, შესაძლოა, განიხილონ, როგორ იქნებიან ჩართული ამ არჩევნების დაკვირვების პროცესში.
„საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც წესი, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ არჩევნების განსაკუთრებულ დატვირთვას და ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ, როგორ ვიქნებით ჩართული დაკვირვების პროცესში. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა. ვიცით, ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს