“საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მათი შესაძლებლობები კი მინიმუმამდეა დაყვანილი”


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მათი შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ალექსი ბატიაშვილის თქმით, ტერორიზმის მხარდამჭერ პირთა აქტივობებისთვის საქართველო ხელსაყრელ ლოკაციას არ წარმოადგენს.
„ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელება. ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, გამგზავრების არც ერთი ფაქტი“,- განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2020 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა ტერორისტული იდეოლოგიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებისა თუ მათი შესაძლო მხარდამჭერების ოპერატიულ კონტროლს.
„გასულ წელს ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერ უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქეს, შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები“, – აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს