საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა


ავტორი
Front News საქართველო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით.
“ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
საქსტატი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს