სასამართლომ 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად ოთხი სასამართლო განხილვა გაიმართა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა, რომელთა ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილის კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, ყველა დანაშაული დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
პროცესზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს ფული გადაუხადეს, რათა მას თავდასხმის ისტორია შეეთხზა.
დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.
თაგები:
5 ივლისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს