Logo

სასამართლომ აქციების დროს დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

სამართალი
01.05.2025 / 17:51
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სიტყვა შესავალი სიტყვა წარმოთქვა და გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,  რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.

Advertisement