სასამართლომ აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლება 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენაძვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა კაცია