სასამართლომ მსახიობი ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნო


ავტორი
Front News საქართველო
მსახიობ ალეკ ბოლდუინს კინოოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება მოუხსნეს. ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლის დადგენილებით, საქმის ხელახლა აღძვრაც შეუძლებელი იქნება.
სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა, სადაც პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამალვაში დასდო ბრალი. კერძოდ, საუბარია ტყვიებზე, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყო სასიკვდილო გასროლასთან, რასაც ჰალინა ჰატჩინსი ფილმ “ჟანგის” გადაღებების დროს ემსხვერპლა, თუმცა ტყვიები სხვა საქმეში და განსხვავებული ნომრით იქნა დარეგისტრირებული.
“ამ ინფორმაციის დამალვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გამიზნულად და განზრახ. სასამართლოს არ შეუძლია ამის გამოსწორება“, – განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის დადგენილებას ალეკ ბოლდუინის ემოციური რეაქცია მოჰყვა.
2021 წლის 22 ოქტომბერს ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.
თაგები:
ალეკ ბოლდუინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს