სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ჯელალ ქიქავას პატიმრობა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ჯელალ ქიქავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
საუბარია 28 მარტს გამართულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქიქავა ესწრებოდა. პროცესის მსვლელობისას პროკურორებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო, ის სასამართლოდან გააძევეს და 500-ლარიანი ჯარიმაც დააკისრეს, თუმცა პროკურატურამ 1 თვის შემდეგ დაადგინა, რომ ჯელალ ქიქავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.
“საქმეს განიხილავდა იგივე მოსამართლე, ვინც დაუსაბუთებლად გასცა დაკავების განჩინება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის არგუმენტაცია იყო ძალიან სუსტი და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ჯელალ ქიქავას შეუფარდა პატიმრობა. მიგვაჩნია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომხრეების ცალსახად დასჯა. ამით პროკურატურა ოპოზიციას და ყველას, სრულ სპექტრს უქნევს ხელს”, – აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს