სასამართლომ პენიტენციური სამსახურისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა.
შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია.
“სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, როდესაც პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა კანონის გათვალისწინებით. გაუქმდეს 2 000-ლარიანი ჯარიმა“, – განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს