სასამართლომ დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
მან აღნიშნული პირები საქმეში სრულად დამნაშავედ ცნო.
ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობისთვის პროკურატურამ ბრალი გიორგი და დავით მიქაძეებს გასული წლის აგვისტოში წარუდგინა. 12 აგვისტოს პოლიციამ საქართველოს და კანადის ორმაგი მოქალაქე გიორგი მიქაძე დააკავა, საზღვარგარეთ მყოფი დავით მიქაძე კი იძებნება.





