Logo

სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იცვლება

საზოგადოება
887
Frontnews image description

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

 

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.

თაგები:

საფასური
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები