Logo

საუდის არაბეთი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე ქვეყნებს და მხარს ვუჭერთ მათ მიერ მიღებულ ზომებს ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ

მსოფლიო
125
Frontnews image description

საუდის არაბეთის სამეფო მკაცრად გმობს ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ხელყოფას, - ამის შესახებ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"სამეფო სრულ სოლიდარობას უცხადებს მოძმე ქვეყნებს და მხარს უჭერს მათ მიერ მიღებულ ყველა ზომას, რომლებიც მიმართულია ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევას.

საუდის არაბეთის სამეფო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრად დაგმოს ეს თავდასხმები და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ირანის მიერ განხორციელებული იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის", - აღნიშნულია განცხადებაში.

28 თებერვლის დილით, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანზე თავდასხმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ოპერაცია იყო. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის "საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მედიის ინფორმაციით, საპასუხოდ ირანმა არა მხოლოდ ისრაელს დაარტყა, არამედ აშშ-ის სამხედრო ობიექტებსაც ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები