
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დიფერენცირებული მიდგომა დადგინდება.
პროექტის თანახმად:
∙ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;
∙ იგივე ქმედება ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
∙ საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება, -გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შემოთავაზებული ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა იწვევს სასაზღვრო ოფიცრის გადაადგილების შეფერხებას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანებას ან განადგურებას.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს