Logo

სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონები
70
Frontnews image description

სენაკის სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.

“ქართული ოცნების” სენაკის მერობის კანდიდატი ახლად რეაბილიტირებულ სამშობიარო სახლს ესტუმრა, კლინიკა დაათვალიერა და სამომავლო გეგმები სამედიცინო პერსონალთან ერთად განიხილა.

“სამშობიარო სახლში რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა კლინიკის თანამშრომლებს, ჩვენ შევძელით და ჩვენს სენაკელ სამედიცინო პერსონალს შევუქმენით ღირსეული სამუშაო გარემო. აღნიშნული პროექტით ქალაქს შევუნარჩუნეთ ტრადიციებისა და ისტორიის მქონე სამშობიარო სახლი. 

გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ყოველდღე შრომობდა იმისთვის, რომ სენაკს მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა. თითოეული დაწყებული და დასრულებული პროექტი არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, ამავე ძალისხმევით და დაუღალავი შრომით ჩვენ შევძლებთ სენაკი ვაქციოთ კიდევ უფრო განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად”, - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

მისივე თქმით, უმოკლეს პერიოდში დაგეგმილია კლინიკის აპარატურით სრულად აღჭურვა, რათა მოსახლეობამ სრული სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლოს.

თაგები:

სენაკი
Advertisement