სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემთხვევა
1168

ავტორი
Front News საქართველო
სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
მედიკოსების თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.





