Logo

სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა

საზოგადოება
26.01.2021 / 21:52
1265
Frontnews image description

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო დეპარტამენტს 46-ე პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირე ენტონი ბლინკენი უხელმძღვანელებს. ის აშშ-ის რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.

ორშაბათს მან სენატის კომიტეტისგან ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. მხოლოდ სამმა "რესპუბლიკელმა" მისცა ხმა წინააღმდეგ.

ბლინკენი ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. მას ასევე ეკავა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

თაგები:

Advertisement