სენატორი ლინდსი გრემი – რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. როგორც მან Fox-ის ეთერში განაცხადა, აუცილებელია ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს ამ საქმეზე, რითაც დიდ სამსახურს გაუწევენ როგორც რუსეთს, ისე მსოფლიოს.
“რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ჯარში მოიძებნება უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი, ოღონდ, ჯერ მოუწევს იმ ბუნკერში შეღწევა, სადაც ეს ლოქორა ცხოვრობს.
ერთადერთი ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. ადვილი სათქმელია, ძნელი გასაკეთებელი. თუ არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე სიბნელეში იცხოვროთ, იზოლირებული იყოთ დანარჩენი სამყაროსგან საშინელ სიღარიბეში, თქვენ უნდა მიიღოთ ზომები”, – განაცხადა სენატორმა.
ანალოგიური შინაარსის განცხადება მან სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FLindseyGrahamSC%2Fposts%2F501847564640700&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”239″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა