“სენატში გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში”

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს და ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ბატონ ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებისთვის და ობიექტურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.
„აღნიშნული მოსმენა და გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ბრალდებები, ცილისწამებები და სპეკულაციები, რომელიც გვესმოდა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან მოკლე დროში განვახორციე4ლოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


