Logo

სერგეი ლეშენკო – პუტინის მხრიდან ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ჩატარების თვალსაზრისით

უკრაინა
286
Frontnews image description

პუტინის მხრიდან ჩვენ ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ  მოლაპარაკებების ჩატარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ   უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერგეი ლეშენკომ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  უკრაინა აფასებს ისრაელის ხელისუფლების ძალისხმევას, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, იარუსალიმში ჩატარდეს. 

 

“მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის. 

 

უკრაინისთვის ბევრად უკეთესი იქნება კომენტარი გაკეთდეს საბოლოო დოკუმენტზე და არა იმ პროცესთან მიმართებით, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ეს  იერუსალიმში ჩატარდეს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ამ შეხვედრისთვის იყოს განკუთვნილი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გაიღო. მაგრამ პუტინის მხრიდან ჩვენ ვერანაირს პროგრესს ვერ ვხედავთ ამ მოლაპარაკებების ჩატარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლეშენკომ „ტვ პირველთან“.

Advertisement