Logo

სერგეი შამბა – ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობაში, რუსეთთან შეერთება გამორიცხულია

საზოგადოება
462
Frontnews image description

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა რუსეთთან შეერთების შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხინვალში აღნიშნული საკითხი დგას.

 

“რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარდა, ეს არის მათი ისტორიული ბედი, ალბათ – ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ეროვნული ოცნება და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ მოძმე სამხრეთ ოსეთის ამ მისწრაფებას“, – განაცხადა შამბამ რუსულ მედიასთან.

 

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, შამბას თქმით, ასეთი განწყობა არც პოლიტიკურ წრეებშია და არც საზოგადოებაში.

 

“ჯერ ერთი, ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და არ არსებობს ასეთი განწყობები საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება – არც პოლიტიკურში, არც საზოგადოებრივში. აფხაზეთში არ არსებობენ ძალები, რომლებიც დამოუკიდებლობაზე უარს იტყვიან“, – განაცხადა შამბამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები