Logo

სერგო ჩიხლაძე – გადარიცხვა და დაფინანსება საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა

პოლიტიკა
1107
Frontnews image description

გადარიცხვა და დაფინანსება  საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მით უმეტეს, შესაბამის სტრუქტურას, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მან ანტიკორუფციულ ბიუროს ურჩია, გამოიკვლიონ კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯები.

“ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, რომ კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კახი კალაძე “შოპინგზე” დუბაიში, მილანსა და პარიზში. რა სახსრებით აფრინა საკუთარი ოჯახი ევროპაში და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, როგორ ხდება, რომ ამ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების და ა.შ. საკუთრებაში მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები, მინდორ-ველები, ალაზნის ველები და სხვა. ამაზე გვიპასუხოს, რაც საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება გადარიცხვას და დაფინანსებას, ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მით უმეტეს, შესაბამის სტრუქტურას”, –  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ არ საჯაროვდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები