Logo

სერგო ჩიხლაძე – სანქციები თუ რეალური არ არის, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ

პოლიტიკა
14.07.2021 / 13:00
242
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აშშ-ის სახლემწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

მისივე თქმით, ხელისუფლება სანქციებს ვერ აცდება.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად ალაპარაკდა შესაძლო სანქციებზე. ჩვენ ვიცით, რომ სანქციები თუ რეალური არ არის, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. რადგან ხმამაღლა საუბარი დაიწყო უკვე სანქციებზე და სიტყვა “სანქციები” გაისმა, ე.ი ძალიან სერიოზულად არის საქმე. ჩვენ ამას ვპოგნოზირებდით, რომ “ქართულ ოცნებას”, მის ხელმძღვანელობას მოუწევდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა”, -განაცხადა ჩიხლაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები