Logo

შალვა კერესელიძე – განსაკუთრებული მადლობა, ჩვენს მხარდამჭერებს, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, შანტაჟისა და დაშინებისა, მათ გამოიჩინეს პრინციპული პოზიცია

პოლიტიკა
1480
Frontnews image description

“მადლობა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ამომრჩეველს, არჩევნებში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული მადლობა, ჩვენს მხარდამჭერებს, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, შანტაჟისა და დაშინებისა, მათ გამოიჩინეს პრინციპული პოზიცია და მხარი დაუჭირეს გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის“, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს სიმტკიცისთვის.“- განაცხადა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე.

 

დეპუტატმა მისი გუნდის წევრებს, ქალაქ მარტვილში გიორგი ხორავას არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მიულოცა და ცაგერის მუნიციპალიტეტში ბესიკ ბენდელიანს, მეორე ტურში გადასვლა.

 

შალვა კერესელიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

 

“მინდა გამოვეხმაურო, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, თუ ჩამოყვანას და იმედი გამოვთქვა, რომ იგი წარდგება ქართული სასამართლოს წინაშე და ყველა იმ დანაშაულისათვის, რაც მან ჩაიდინა, პასუხს აგებს კანონის წინაშე“, – განაცხადა კერესელიძემ

Advertisement