
ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაეხმაროს მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტს, დაიცვას პატიმარი სააკაშვილის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნობელის პრემიის ლაურეანტ ჯეიმს კობის ჯანდაცვის სამინისტრო “ვივამედში” შესვლისა და პაციენტის გასინჯვის უფლებას არ აძლევს, რის გამოც დახმარებისათვის სახალხო დამცველს მიმართავს.
“კლინიკა “ვივამედიდან“ მოვუწოდებ სახალხო დამცველს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარი სააკაშვილის უფლებები, მოახდინოს მისი, ბატონი კობის შეყვანა პაციენტთან, რომ მან მოახერხოს მისი გასინჯვა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილთან ექიმი კობის შეშვებას ითხოვს ამერიკელი ადვოკატიც.
“ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან და უკრაინის საელჩოსთან, ჩვენ გვყავს ექიმი კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია. ის არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, ჩვენ ჯერ არ გვაქს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ჩვენ გვყავს ნობელის პრემიის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პატიმრის სანახავად და კიდევ არ უშვებენ“, – განაცხადა მასიმო დანგელომ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს