
ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის პარალელურად, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
“გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გვქონდეს გავლილი, რომ საქმე გაიგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში.
რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს.
ამ საქმეს განხილავს მხოლოდ ორი ინსტანცია. პირველი მორჩა, აპელაცია ერთ სხდომაში დამთავრებადია, მაგრამ ჩვენ მანამდე სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ უახლოეს დღეებში, ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
შალვა ხაჭაპურიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს