Logo

შალვა ნათელაშვილი - ეს არის კრიმინალების პარპაში და ჩვენს ხარჯზე მოწყობილი კეთილდღეობა, საქართველო ბანდების ხელშია

პოლიტიკა
140
Frontnews image description

ასეთ რამეს სხვაგან ვერ გაიგებთ  - ოკუპანტს ენერგიით ამარაგებდეს ოკუპირებული და მსხვერპლი ქვეყანა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იზრუნა ელექტროენერგიის განვითარებისთვის, ოღონდ მხოლოდ სათავისოდ. 

"ნებისმიერი გაძვირება 2002 წლის 30 დეკემბრის შემდეგ, რაც სასამართლომ ჩვენი სარჩელით აკრძალა, რომ 11 თეთრზე მეტი ელექტროენერგია ქვეყანაში, ყველა გადაწყვეტილება სემეკისა, არის დანაშაული. დამერწმუნეთ, როცა ჩვენ ამათ კინწისკვრით გავყრით, ყველა სემეკის თავმჯდომარე დაჯდება ციხეში კონსტიტუციური ვერდიქტის დარღვევისათვის, ამას ყველა ნახავთ.

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იზრუნა ელექტროენერგიის განვითარებისთვის, ოღონდ სათავისოდ, როგორც სხვა ყველა სფეროში. 2012 წელს გლდანში გაიხსნა ე.წ. ბიტკოინების ქარხანა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას, რაც ნახევარ საქართველოს სჭირდება და იცით, რამდენია ეს ტარიფი? - ჩემი მიღწეული 11 თეთრი - რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, ეს მოეწონა ბიძინა ივანიშვილს და დაიტოვა 11 თეთრი, ხოლო დანარჩენ ასეულობით მილიონ გადასახადს გვახდევინებს ჩვენ ამ დენის გაძვირებით. ეს არის კრიმინალების პარპაში და ჩვენს ხარჯზე მოწყობილი კეთილდღეობა. საქართველო ბანდების ხელშია.

ამასთანავე, ენგურჰესის ელექტროენერგია მიდის სეპარატისტებთან უფასოდ, მათ შორის მარაგდება რუსეთის სამხედრო ბაზები. ასეთ რამეს სხვაგან ვერ გაიგებთ  - ოკუპანტს ენერგიით ამარაგებდეს ოკუპირებული და მსხვერპლი ქვეყანა. არა მარტო სამხედრო ბაზები, არამედ მთელი კრიმინალური ჯგუფები სხედან იქ ბიტკოინებზე და ჩვენს ელექტროენერგიას იყენებენ იმისთვის, რომ მილიონები იშოვონ აფხაზეთის ტერიტორიიდან. ესეც ჩვენს ხარჯზე ხდება.

გარდა ამისა, საქართველოში იმდენი ენერგორესურსია... 26 ათასი მდინარეა, "ზაჰესის" ჰესის შემდეგ არ შეწყვეტილა ჰესების მშენებლობა, რაც ჩვენს მარაგში უზარმაზარი ენერგიაა, რომელიც ეყოფოდა წარმოებასაც, მაგრამ არ განვითარებულა არცერთი წარმოება ქვეყანაში ივანიშვილის გამო", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი 5-6 თეთრით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები