შალვა ნათელაშვილი - გაგზავნილი იქნა სპეციალური მიმართვა აშშ-ში მოთხოვნით, შეწყდეს კონტრაქტი და არ გამოიყენონ პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენად

ავტორი
Front News საქართველო
გაგზავნილ იქნა სპეციალური მიმართვა რამდენიმე საათის წინ ამერიკის პრეზიდენტზე, სახელმწიფო მდივანზე, კონგრესისა და სენატის ყველა წევრზე და ამერიკულ მასმედიაში მოთხოვნით და თხოვნით - შეწყდეს აღნიშნული კონტრაქტი და არ გამოიყენონ ეს ავტორიტეტული ხაზი ამერიკის ხელმძღვანელისა ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენად, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა შეპყრობილი და ამერიკასთან ურთიერთობების გზებს ეძებს.
"ზუსტად 14 წლის წინ კრიმინალური ორგანიზაცია "ქართული ოცნება" დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად. ზუსტად იმ დროიდან "ლეიბორისტულმა პარტიამ" დაიწყო ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებისთვის და აღნიშნული პროცესი ახლა უკვე ადის პიკზე და კულმინაციაზე. ძალაუფლების და ქონების დაკარგვით დასტრესილი ოლიგარქი მოსკოვის დახმარებით გადასარჩენად მიადგა ტრამპის საოჯახო კომპანიას და გაფორმებული კონტრაქტით მის მიერვე თბილისისათვის წართმეულ იპოდრომზე აშენებს ცათამბჯენს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია მოკავშირე აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ოჯახის რეპუტაცია. გაგზავნილ იქნა სპეციალური მიმართვა რამდენიმე საათის წინ ამერიკის პრეზიდენტზე, სახელმწიფო მდივანზე, კონგრესისა და სენატის ყველა წევრზე და ამერიკულ მასმედიაში მოთხოვნით და თხოვნით - შეწყდეს აღნიშნული კონტრაქტი და არ გამოიყენონ ეს ავტორიტეტული ხაზი ამერიკის ხელმძღვანელისა ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენად.
მინდა, ყველამ იცოდეს, ვერცერთი ცათამბჯენი საქართველოზე მაღლა ვერასოდეს აიწევა და ქართველი ხალხი მიაღწევს იმას, რომ ქვეყანა გათავისუფლდება ამ ტარტაროზებისგან", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე Trump Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი




