Logo

შალვა ნათელაშვილი - გარკვეულწილად გამოჩნდა ამერიკის წარმომადგენელთა განცხადებებში შემრიგებლური ტონი, რაც არასასიამოვნოა

პოლიტიკა
50
Frontnews image description

ჩვენ ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საერთაშორისო საპოლიციო სასამართლოს გზით მის დაკავებას და საერთაშორისო ტრიბუნალზე, ან ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში წარდგენას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ეს გადაარჩენს დემოკრატიას საქართველოში.

"მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის სახელმწიფოს, ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონიდან, რომლებმაც გაიზიარეს ათეული წლის წინ "ლეიბორისტული პარტიის" მიერ დაწყებული ბრძოლის პრინციპები ივანიშვილის  გარდაუვალ დასანქცირებაზე და ქართველი ხალხის ბრძოლით დარწმუნდნენ, რომ ეს იყო სწორი ვერდიქტი. 

დღეს დიქტატორი ოლიგარქი ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება, როგორც რუსული იმპერიალიზმის მოკავშირე და სატელიტი. მან ვერაფრით მოახერხა აღნიშნული პასუხისმგებლობიდან გამოძრომა, მიუხედავად ათასი ხვრელისა, რასაც მიედ-მოედება წლებია.

ბოლო დროს გარკვეულწილად გამოჩნდა ამერიკის წარმომადგენელთა განცხადებებში შემრიგებლური ტონი, რაც არასასიამოვნოა, რადგან მეგობრებში ყველაფერი უნდა ითქვა დროზე და პირში, რათა მერე არ გაფუჭდეს და დაგვიანდეს გადაწყვეტილებები. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადებებში, სადაც მოწოდებაა, რომ კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში მივიღოთ მონაწილეობა ივანიშვილისა, სად დარჩა დემოკრატიული ინსტიტუტი?! ეს ცოტა ზედმეტია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადა აღინიშნა ივანიშვილის გადარჩენით.

ჩვენ ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას საერთაშორისო საპოლიციო სასამართლოს გზით მის დაკავებას და საერთაშორისო ტრიბუნალზე, ან ამერიკის მართლმსაჯულების სისტემაში წარდგენას. მხოლოდ ეს გადაარჩენს დემოკრატიას საქართველოში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები