შალვა ნათელაშვილი - ლაშა ჩხარტიშვილს მიუსაჯეს პატიმრობა 14 დღით, ის დააპატიმრეს საკუთარი დედის ორმოცზე, ქრისტიანების ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს

ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, ამდენი ხალხი სასამართლო პროცესებზე ბოლშევიკური ტერორის დროსაც არ ახსოვს ქვეყნიერებას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საქართველოში მიმდინარე პროცესები დიქტატორულ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს ჰგავს.
"მოხდა ის, რაც ხდება ტირანულ, დიქტატორულ სახელმწიფოებში, როგორადაც, საუბედუროდ, ჩამოაყალიბა პუტინის გამოგზავნილმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება. ალბათ, ამდენი ხალხი სასამართლო პროცესებზე ბოლშევიკური ტერორის დროსაც არ ახსოვს ქვეყნიერებას.
მე შემიძლია გაცნობოთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილს მიუსაჯეს პატიმრობა 14 დღით და რაც ყურადსაღებია - ის დააპატიმრეს საკუთარი დედის ორმოცზე. ქრისტიანების ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე სავალი გზის ნაწილის გადაკეტვის და პირბადის ტარებისთვის ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ადამიანი დააკავეს.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


