შალვა ნათელაშვილი - რეჟიმის შეცვლისთანავე, ვეღარ შეძლებთ შეძენილი საკუთრების გამოყენებას და არსს დაკარგავს ეს გარიგება

ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა გავაფრთხილო ყველა არაბი თუ აზიელი მყიდველი ჩვენი მიწის და ჩვენი მამულისა - მინდა გაგაფრთხილოთ, რეჟიმის შეცვლისთანავე, ვეღარ შეძლებთ შეძენილი საკუთრების გამოყენებას და არსს დაკარგავს ეს გარიგება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არაბიზაცია რუსეთის გეგმაა საქართველოს გადასაშენებლად.
"ოლიგარქი ივანიშვილი აქტიურად აგრძელებს საქართველოს არაბიზაციას. სქემა შემუშავებულია კრემლში, რომლის მიხედვითაც, მკვიდრი ქართველი მოსახლეობა საჭიროა მოექცეს უმცირესობაში, ჩანაცვლდეს ის აზიელი, განსაკუთრებით იმიგრანტებით, რათა არავინ აღარ მოსთხოვოს მოსკოვს წართმეული ტერიტორიების დაბრუნება და საერთოდ შეიცვალოს ქვეყნის სახე, რომელიც ათასწლეულებია მოდიოდა ქართული დროშით და ქართული სულით.
ამ გეგმის ნაწილია სწორედ "ელიტა ბურჯი", რომელიც ვითომ ქართველ ხალხს აჩუქა ივანიშვილმა 4 წლის წინ, აშენებს არაბულ ქალაქს, გამოკრულია გეგმა ისნის რაიონში, სალოსის პროსპექტზე, სტრატეგიულ ადგილას. დარეგისტრირებულია კომპანია არაბულ ემირატებში, რა თქმა უნდა, კომპანია ეკუთვნის პირადად ივანიშვილს, მაგრამ რადგან ის დასანქცირებულია ვაშინგტონის მიერ, მშველელად მოევლინენ არაბი მეგობრები, ხალიფები და შეიხები.
მე მინდა გავაფრთხილო ყველა არაბი თუ აზიელი მყიდველი ჩვენი მიწის და ჩვენი მამულისა - მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის გელით ტურისტებად, სტუმრებად ჩვენს მამულში, მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ, რეჟიმის შეცვლისთანავე, რომელიც ძალიან მალე იქნება, გაუქმდება უვიზო რეჟიმი არაბული და აზიური ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში და ასევე, აღარ გაიცემა ბინადრობის მოწმობები და უფლებები, რის გამოც, ვეღარ შეძლებთ შეძენილი საკუთრების გამოყენებას და არსს დაკარგავს ეს გარიგება, ამიტომ, მე მინდა, ეს გაითვალისწინოს ყველა მყიდველმა, რომელსაც მოსკოვმა გაუღო კარი საქართველოს გადასაშენებლად.
საქართველოს გადაშენება არ უწერია და ჩვენი ხალხის გადაშენების მოსურნე, თვითონ გადაშენდება ძალიან მალე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


