შალვა ნათელაშვილი - საკუთარი სურვილით გააუქმეთ თქვენ მიერ ხელმოწერილი ორი ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც 5 მილიარდი აზია-აფრიკელი უპრობლემოდ შემოდის საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
მივმართავ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს - საკუთარი სურვილით გააუქმეთ თქვენ მიერ ხელმოწერილი ორი ნორმატიული აქტი 2015 წლის 5 ივნისის და 2025 წლის 17 აპრილისა, რომლის თანახმადაც 5 მილიარდი აზია-აფრიკელი უპრობლემოდ შემოდის საქართველოში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში შეიტანეს ამ მთავრობის დადგენილება და სასამართლომ უარი თქვა განხილვაზე.
"ოლიგარქმა აასრულა ქართველთა ყველა მტრის ოცნება - საქართველო უქართველოდ. დღეს ათასწლეულში პირველად დადგა მომენტი, რომ ეთნიკური ქართველები ნახევარზე ნაკლები დავრჩით და შევადგენთ მილიონ 2 50 000-ს. ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით - "ჩემ შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილა" და მას სურს, რომ აქ არავინ დარჩეს პასუხის მომთხოვნი, რისთვისაც კარი გაუხსნა მთელ აზია-აფრიკას და დღეს უკვე 5 მილიარდამდე აზია-აფრიკელი უვიზოდ შემოდის საქართველოში, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანელი, ნიგერი, არაბული სამყარო, ბანგლადეში და ყველა ის ქვეყანა, საიდანაც ხალხი გაქცევაზეა და ჩვენ ვხედავთ, ჩვენს ქუჩებში როგორ შეიცვალა დემოგრაფიული განვითარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. მსოფლიოს პირველ ზესახელმწიფოს ეშინია დემოგრაფიული ექსპანსიის და ჩვენ პატარა ციცქნა ხალხი დღეს ოკუპაციის გარეშე შიდა მტერმა, ჭორვილიდან პუტინის გამოგზავნილმა განგვიცხადა საშინელი სიზმრის სახით.
სასამართლოში შევიტანეთ ამ მთავრობის დადგენილება და მათმა სასამართლომ უარი გვითხრა განხილვაზე. ახლა მე მივმართავ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს - საკუთარი სურვილით გააუქმეთ თქვენ მიერ ხელმოწერილი ორი ნორმატიული აქტი 2015 წლის 5 ივნისს და 2025 წლის 17 აპრილისა, რომლის თანახმადაც 5 მილიარდი აზია-აფრიკელი უპრობლემოდ შემოდის საქართველოში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:
შალვა ნათელაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა